მოსალოდნელია ძლიერი თოვა - ხვალიდან ამინდი გაუარესდება

20.12.21 14:59
მოსალოდნელია ძლიერი თოვა - ხვალიდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან კი, ძლიერი ნალექი უმეტესად თოვლის სახით. 22-23 დეკემბერს იქროლებს ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ნისლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ზღვაზე კი 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა დაფიქსირდება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.