თვითმკვლელობა თუ სუიციდის ინსცენირება? - რას ემსხვერპლა 22 წლის გოგო

20.12.21 17:03
თვითმკვლელობა თუ სუიციდის ინსცენირება? - რას ემსხვერპლა 22 წლის  გოგო

თვითმკვლელობა თუ სუიციდის ინსცენირება - 22 წლის ახალგაზრდა ქალის ცხედარი ერთდღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ ცურტავში, წყლის არხში დამხრჩვალი იპოვეს. 

არხი სახლთან ახლოს  მდებარეობს. მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველებს დაუდასტურა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

ირკვევა, რომ ახალგაზრდა ერთი თვის წინ გათხოვდა. ადგილობრივების თქმით, შემთხვევისას გოგოს ქმარი სახლში არ იმყოფებოდა. 

ადგილობრივები დაპირისპირებას ან კონფლიქტს არ ადასტურებენ. სოფელი ობიექტური გამოძიების დაწყებას ითხოვს.  

მსგავსი სიახლეები