,,ემპათიას" ექიმები მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას აცნობენ

20.12.21 20:48
,,ემპათიას" ექიმები მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას აცნობენ

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ წუთებში ცენტრ ,,ემპათიას" წარმომადგენლები, მარიამ ჯიშკარიანი და კალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმები იმყოფებიან. მედიკოსებმა მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 1000 გვერდიანი დასკვნა უნდა გააცნონ. 

დასკვნის თანახმად მიხეილ სააკაშვილს 4 დიაგნოზი აქვს: თავის ტვინის დაზიანება და დისფუნქცია,  პოსტტრამვული აშლილობა, ვერნიკეს ენცეფალოპათია და ჯერ კიდევ დაუდგენელი ცილოვანი უკმარისობა. ასევე ანემია.

მარიამ ჯიშკარიანის განმარტებით,  ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, მოიძებნოს ისეთი დაწესებულება, სადაც აღნიშნული დაავადებების ეფექტური მკურნალობაა შესაძლებელი. ჯიშკარიანი თვლის, რომ  ამგვარი კლინიკის მოძებნა საქართველოში შეუძლებელია. 

მოვედით, რომ პაციენტს გავაცნოთ მისი მდგომარეობის შესახებ დასკვნა, ასევე მონიტორინგი განვახორციელოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. მიუხედავად იმისა, რომ გორის ჰოსპიტალი კარგი კლინიკაა, ის არ არის სპეციალიზირებული, ნეიროფსიქოლოგიოური რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი, ამიტომ   მიგვაჩნია აუცილებლად, ასეთი კლინიკა იქნას მოძიებული, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მსგავსი სიახლეები