53 გარდაცვლილი და 3 282 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 53 პაციენტი.
დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 3 263 ადამიანი გამოჯანმრთელდა.