კრიმინალური გარჩევა გარდაბანში - რუსთავი-გაჩიანის გზაზე ახალგაზრდა ჩაცხრილეს

21.12.21 11:45
კრიმინალური გარჩევა გარდაბანში - რუსთავი-გაჩიანის გზაზე ახალგაზრდა ჩაცხრილეს

კრიმინალური გარჩევა გარდაბანში - რუსთავი-გაჩიანის გზაზე ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს. "პირველების" ინფორმაციით, 20 ტყვია თეთრი  "რენჯროვერის" მიმართუილებით რამდენიმე საათის წინ გაისროლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაჭრილი გვერდითა სოფელში ცხოვრობს და მისი ზედმეტსახელი "ფოლადაა". 

მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, დაჭრილი მეზობლებმა რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში მიიყვანეს. 

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. დამნაშავეებმა მიმალვა შეძლეს.