რამაზ გერლიანის საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

22.12.21 14:49
რამაზ გერლიანის საქმეს ომბუდსმენი შეისწავლის

სახალხო დამცველი, ეკონომისტ რამაზ გერლიანის საქმეს შეისწავლის. ნინო ლომჯარიას თქმით, გერლიანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა.

თავდაპირველად ჩვენ გვქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია შსს-სთან, საწყის ეტაპზევე. ამ ეტაპზე დამდგარი მოცემულობა უკვე განსხვავბულია. შესაბამისად, დავინტერესდებით, ცხადია და მოვითხოვთ ინფორმაციას", განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, რამაზ გერლიანი გამოჩნდა. 

ეკონომისტი რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს, გაუჩინარდა. 

,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტის კვალი ავჭალის პოლიციასთან ქრება, ადგილზე აღმოაჩინეს გერლიანის კუთვნილი ავტომობილიც, რომელიც გუშინვე გაჩხრიკეს. მანქანაში იპოვეს წერილი, სადაც ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი სათვალთვალო აპარატურის გახსნას ითხოვდა. 

გაუჩინარებამდე  ეკონომისტი პოლიციელ  გიორგი გოგნიაშვილს ტერორში ადანაშაულებდა.

მსგავსი სიახლეები