სამაშველო ოპერაცია თბილისში - მუხიანში საცხოვრებელი კორპუსი იწვის

30.12.21 16:54
სამაშველო ოპერაცია თბილისში - მუხიანში საცხოვრებელი კორპუსი იწვის

ამ წუთებში ხანძარია თბილისში - მუხიანში საცხოვრებელი კორპუსი იწვის. ცეცხლი ბოლო სართულზე სავარაუდოდ, საახაწლო პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო გაჩნდა. 

არსებული ინფორმაციით, ბავშვებმა პიროტექტნიკა კიბის უჯრედში დაამონტაჟეს, რასაც მალევე აალება მოჰყვა, მობინადრეებს ხანძრის გაჩენამდე  აფეთქებების ხმა ესმოდათ.

კორპუსში უკვე გამოცხადდა ევაკუაცია, გამოიყვანეს ხალხი. ათობით მეხანძრე-მაშველი ამ წუთებში ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობს.

მსგავსი სიახლეები