ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა იზრდება - ქვეყანაში "ომიკრონის" შიდა გავრცელებაა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულ ბავშვთა რაოდენობა იზრდება. ექიმების თქმით, 100-დან 20 ბავშვი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ექიმები მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
ძალიან მაღალია ინფიცირებულ ბავშვთა რიცხვი. ინფიცირებული ბავშვების რაოდენობა იზრდება. საშუალოდ დავიწყეთ 10-11%-დან საუბარი, როცა 100-დან 10-11 ბავშვი იყო ინფიცირებული და მათი რიცხვი უკვე 20-მდეა ასული. რეგულაცია გადაგვარჩენს. სწორად დაცული - ეს არის სოციალური დისტანცია, ეს არის ნაკლები კომუნიკაციები საეჭვო ადგილებში", - ამბობს ექიმი-პედიატრი, ლალი ჯანაშია.
ცნობისთვის, საქართველოში "ომიკრონის" შტამის 816 შემთხვევა უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. დღეს დილიდან კოვიდლაბორატორიებთან გრძელი რიგებია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2953 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი.