ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ადვოკატი ბუსა ჟვანიას და ძმებ კაკულიების დაკითხვას ითხოვს

16.03.22 16:10
ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - ადვოკატი ბუსა ჟვანიას და ძმებ კაკულიების დაკითხვას ითხოვს

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე - გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი ბრალდების მხარეს მოუწოდებს, მკვლელობის ორგანოზატორების გამოსავლენად ყველაფერი გააკეთოს. 

მისი თქმით, პროკურატურა ასევე ანგარიშვალდებულია, დაკითხოს ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია. 

დღეს კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ აკო ჭელიძემ და გიორგი კაველაძემ ჩაიდინეს ეს საზარელი მკვლელობა შეთანხმებით, ჯგუფურად. რაც ყველაზე მთავარია, მკვლელობის მოტივი ვერ გამოიკვეთა მათი ჩვენებებიდან. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ მკვლელობის დამკვეთები არსებობს. 

ვერ გეტყვით რატომ არ არიან ამ დრომდე გამოკითხულები ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია. ფაქტია, რომ ისინი მფლობდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას და მათი დაკითხვა აუცილებელია. პროკურატურას მათ დაკითხვას ერთმნიშვნელოვნად ვთხოვ. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად გააქტიურებაა საჭირო, განსაკუთერბით ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების დაგეგმვის კუთხით. მთავარია, ვინ არის ამ დანაშაულის ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე და დამკვეთი რაც ყველაზე მთავარია"- თქვა ადვოკატმა. 

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ დღეს განაცხადა, რომ ნიკოს მკვლელობა მისთვის არავის დაუკვეთავს, თუმცა სხვა დეტალებზე დაკავებულმა საუბარი არ ისურვა. 

ცნობისთვის, რეზონანსულ საქმეში  ახა­ლი ფი­გუ­რან­ტე­ბის არსებობის შესახებ ინფორმაცია "შაბათის ეთერმა" გაავრცელა. ირკვევა, რომ მას  ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან (აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე) მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და.

საქმის მასალების თანახმად, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა უსა ჟვა­ნი­ას და­უ­რე­კეს და სათ­ქმე­ლი მი­ნიშ­ნე­ბით უთხრეს. ტაქსის მძღო­ლის ჩვე­ნე­ბის თანახმად, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მომ­ხდა­რის შემ­დეგ სან­ზო­ნა­ში წა­იყ­ვა­ნა. 65 წლის ვლა­დი­მერ არუ­თი­ნო­ვის ჩვე­ნე­ბით, 15 სექ­ტემ­ბერს სწო­რედ მისი ნომ­რი­დან გან­ხორ­ცი­ელა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზარი ექ­სპრე­მი­ე­რის შვი­ლის ნო­მერ­ზე.

რაც შეეხება მკვლელობასთან ძმები კაკულიების შესაძლო შემხებლობას, 22 წლის ბიჭის ჩაცხრილვიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას მკვლელობა გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის დავით კაკულიას შვილებმა დათი და გუგა კაკულიებმა დაუკვეთეს. მოტივი კი 20 წლის წინ რუსეთში კაკულიებსა და ნიკოს მამას შორის დაწყებული დაპირისპირება გახდა რაც ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას მკვლელობით დასრულდა.ოლოოდ, მოკლული ნიკოს მამა დავით კაკულიას შვილიც მონათლა.

მსგავსი სიახლეები