ვინ დაუკვეთა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა? - რას ამბობს პროკურორი

16.03.22 16:47
ვინ დაუკვეთა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა? - რას ამბობს პროკურორი

ვინ დაუკვეთა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა? - საქმის პროკურორი გია შაიშმელაშვილი, "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ, ამბობს, რომ კითხვას შემდეგნაირად დასვამს - "საერთოდ არსებობს თუ არა დამკვეთი". 

ამ საკითხზეც ვმუშაობ, ჩვენ გვაინტერესებს უშუალოდ მკვლელობის ჩადენის მომენტი"- ამბობს საქმის პროკურორი. 

რაც შეეხება ძმები კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას დაკითხვის შესაძლებლობას, გია შაიშმელაშვილმა "პირველებს" უთხრა, რომ "გვარებსა და სახელებზე" არ ისაუბრებს. 

რაც შეეხება ბრალდებულ აკო ჭელიძის განცხადებებს, ბრალდების მხარე ამბობს, რომ ჭელიძე მეორე ბრალდებულის გადარჩენას ცდილობს. 

"ბრალდებული, რომელმაც სროლა აწარმოა, ფაქტს ვერსად გაექცევა, მის მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი კამერებზეა აღბეჭდილი. აქ ყველაფერს აკეთებენ მეორე ბრალდებულის გადასარჩენად"- თქვა პროკურორმა. 

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულმა აკო ჭელიძემ დღეს განაცხადა, რომ ნიკოს მკვლელობა მისთვის არავის დაუკვეთავს, თუმცა სხვა დეტალებზე დაკავებულმა საუბარი არ ისურვა. 

ცნობისთვის, რეზონანსულ საქმეში  ახა­ლი ფი­გუ­რან­ტე­ბის არსებობის შესახებ ინფორმაცია "შაბათის ეთერმა" გაავრცელა. ირკვევა, რომ მას  ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან (აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე) მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და.

საქმის მასალების თანახმად, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა უსა ჟვა­ნი­ას და­უ­რე­კეს და სათ­ქმე­ლი მი­ნიშ­ნე­ბით უთხრეს. ტაქსის მძღო­ლის ჩვე­ნე­ბის თანახმად, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მომ­ხდა­რის შემ­დეგ სან­ზო­ნა­ში წა­იყ­ვა­ნა. 65 წლის ვლა­დი­მერ არუ­თი­ნო­ვის ჩვე­ნე­ბით, 15 სექ­ტემ­ბერს სწო­რედ მისი ნომ­რი­დან გან­ხორ­ცი­ელა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ზარი ექ­სპრე­მი­ე­რის შვი­ლის ნო­მერ­ზე.

რაც შეეხება მკვლელობასთან ძმები კაკულიების შესაძლო შემხებლობას, 22 წლის ბიჭის ჩაცხრილვიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიას მკვლელობა გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის დავით კაკულიას შვილებმა დათი და გუგა კაკულიებმა დაუკვეთეს. მოტივი კი 20 წლის წინ რუსეთში კაკულიებსა და ნიკოს მამას შორის დაწყებული დაპირისპირება გახდა რაც ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას მკვლელობით დასრულდა.ოლოოდ, მოკლული ნიკოს მამა დავით კაკულიას შვილიც მონათლა.

მსგავსი სიახლეები