სისხლიანი დაპირისპირება ბორჯომში - მკვლელობაში ბრალდებული ბერმონაზონი თავისუფალია
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბერმონაზონი თავისუფალია. გადაწყვეტილება ანტონ მაისურაძის უდანაშალობასთან დაკავშირებით გორის რაიონული სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა კოლეგიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
სისხლიანი დაპირისპირება გასულ წელს, ბორჯომში ინგოროყვას ქუჩაზე მოხდა. ბერმონაზონსა და ადგილობრივ ლევან ნამგალაძე შორის თვადაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც შემდეგ ფიზიკურში გადაიზარდა. ნამგალაძეს ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა მიტანილი, რომლითაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა. ამის შემდეგ ბრძლა კვე ცივი იარაღით გაგრძელდა, რის შედეგადაც 36 მაკმაკაცი დაიჭრა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.