ბათუმში ავტომობილები გატეხეს - წაღებულია ფული და პირადი ნივთები
ბათუმში ავტომობილები გატეხეს - წაღებულია ფული და პირადი ნივთები. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე ღამით მოხდა. ერთი ვერსიით, ძარცვის უკან არასრულწლოვნები დგანან. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არასრულწლოვნების მხრიდან ქურდობის და ძარცვის ფაქტები ქალაქში ხშირია.