საგარეჯოში 71 წლის ქალს ეძებენ - მისი კვალი მაღაზიიდან იკარგება
საგარეჯოში 71 წლის ქალს ეძებენ. ციალა კუდუხოვა სახლიდან ერთი კვირის წინ გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ხანდაზმულის კვალი მაღაზიიდან იკარგება. ის სურსათი შესაძენად იყო გასული.
ოჯახის ინფორმაციით, ქალს მეხსიერების პრობლემა აქვს და სავარაუდოდ, გზა აებნა.