ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენებას კიდევ ერთი დღე დასჭირდება - უკრაინაში ლოჯისტიკური პრობლემებია
უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გადმოსვენების პროცესი გაიწელა. ავტოკოლონა, რომლითაც ცხედრებს მიას-ვენებენ ათ საათზე მეტია გზაშია. ომის გამო უკრაინაში ლოჯისტიკური პრობლემებია, მოძრაობაც შეფერხებულია, ამიტომ სავარაუდოდ, გადმოსვენებას კიდევ ერთი დღე დასჭირდება.
დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებთან ამ დრომდე მთავრობის წარმოამდგენლები არ მისულან და არც სამძიმარი გამოუცხადებიათ.
დავით რატიანი და გია ბერუაშვილი ლეგიონის წევრები იყვნენ და უკრაინაში დავით ქაცარავასთან ერთად იბრძოდნენ. ქაცარავას ცნობით, შეტაკება ქალაქ ირპენში მოხდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ქართველ ჯარისკაცებს ცეცხლი ნაღმტყორცნებიდან გაუხსნეს.
ამ დრომდე ვერ ხერხდება მარიუპოლიდან ბახვა ჩიქობავას ცხედრის გამოსვენება. ის მარიუპოლთან დაეცა.