საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში დაკარგულ ნათესავებს ეძებენ - გართულებულია კავშირიც

21.03.22 11:45
საქართველოს მოქალაქეები უკრაინაში დაკარგულ ნათესავებს ეძებენ - გართულებულია კავშირიც

საქართველოს მოქალაქეები უკრაინის ქალაქებში დაკარგულ ნათესავებს ეძებენ. ანძების აფეთქების გამო კავშირი გართულებულია. სარდაფებსა და თავშესაფრებში მყოფ ადამიანებთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

მარიუპოლში ეძებენ 49 წლის ზურაბ მარკოიძესაც. საქართველოში მყოფი მისი ოჯახი "პირველებთან" ყვება, რომ მასთან ბოლო კომუნიკაცია პირველ მარტს ჰქონდათ.

1 მარტს გვქონდა ბოლოს კავშირი ოჯახიდან. იმის მერე არაფერი ვიცით, აქეთ იყო ჩამოსული, 29 დეკემბერს წავიდა. ის ტქვა დედაჩემთან, რომ ომშ მე წავალ, მაგრამ არც სარდაფში ვარ ჩამსვლელიო.დედაჩემმა როგორ მითხრა, ტყვიების ხმა მესმოდა, რაღაც ცუდი არეულობა იყოო... თან კავშირი გაწყდა და იმის მერე არაფერი ვიცით... ბიძა მყავს იქ, მისი დეიდაშვილი, რომელ ქალაქშია ზუსტად არ ვიცი, სარდაფშია ახლა. კავშირი გვაქვს, მაგრამ ხშირი არა. იმას არაფერი შეუძლია, როგორც გვეუბნება. საელჩოს ყოველდღიურად უკავშირდება ბიძაჩემნიდ აა ხსენებს ყველაფერს, მაგრამ შედეგი ვერაფერი, - ამბობს ამრკოიძის ოჯახის წევრი.