დევნილების პროტესტი თბილისში - ავარიულ კორპუსში წყალი ჩადის, შენობა ინგრევა
დევნილების პროტესტი თბილისში - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს საცხოვრებელი თავზე ენგრევათ. 50 ოჯახი ყოველდღიური საფრთხის წინაშეა, კორპუსი ნებისმიერ მომენტში შეიძლება ჩამოიშალოს. დაზიანებული ჭერის გამო სახლში თოვს და წვიმს.
ავარიული კორპუსი მარშალ გელოვანის 4 ნომერში მდებარეობს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა შენობის ბოლო, მე-5 სართულზე.
დახმარების თხოვნით დევნილებმა ჯანდაცვის სამინისტროს და მერიას არა ერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
როცა პირველად დაიწყო თოვა , იმ დღის მერე აი, ასე ჩამოდის წყალი. აქ ძალიან ბევრი წყალი დგება დღის განმავლობაში. 6 საათში 40 ლიტრი მაინც ივსება. საძინებელში შეუძლებელია დაძინება, გაჯი ჩამოვარდა, ალბათ 5-6 კილო გაჯი ჩამოვარდა. ღამით დაძინება მეშინია. ღამით რამდენჯერმე ვიღვიძებთ მორიგეობით, რომ წყალი გავიტანოთ, არ გადმოვიდეს..., - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.