ავტომობილები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და პროდუქტი - ოკუპანტები ნაძარცვს რუსეთში ეზიდებიან
რუსი დამპყრობლები მაროდიორობას განაგრძობენ. ოკუპანტები უკრაინიდან რუსეთში მატერიალურ ფასეულობებს, ავტომობილებს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას და პროდუქტებს ეზიდებიან. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე საკუთარ ტექნიკას და შეირაღებას ანთავსებენ.