ქადაგიშვილმა თქვა მორიგი, უსინდისო ტყუილი - ბადრი ჯაფარიძე
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებას "ლელოს" გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე ტყუილს უწოდებს. საუბარია მმართველი პარტიის წევრის განცხადებაზე, რომელმაც "ლელო" "ბორჯომის" რუსეთზე გასხვისებაში დაადანაშაულა. ჯაფარიძის თქმით, მსგავს ფაქტორს ადგილი არ ჰქონია და ქადაგიშვილი "მატყუარების პარტიის" წარმომადგენელია.
ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა მორიგი, უსინდისო ტყუილი. ის წარმოადგენს მატყუარების პარტიას. ბორჯომის ბიზნესი იქნა შეძენილი ბადრი პატარკაციშვილისა და მისი პარტნიორების მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მიერ. სახელმწიფომ და პატარკაციშვილების ოჯახმა ერთად იზრუნონ იმისთვის, რომ ბორჯომის ბიზნესი არ შეწყდეს, ადამიანები უმუშევრები არ დარჩნენ და წარმატებული ისტორია გაგრძელდეს. შესაძლებელია, გამოსყიდვაზე საუბარიც, ასევე, შესაძლებელია სხვა ნაბიჯებიც, ასევე შესაძლებელია ზრუნვა იმაზე, რომ თბილისის საფონდო ბირჟაზე მოხდეს აქციების გამოტანა, - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.