დაპირისპირება გუმათში - პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა

14.04.21 13:01
დაპირისპირება გუმათში - პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა

გუმათში დაპირისპირება გრძელდება. სამართალდამცავებმა აქციაზე 2 პირი დააკავეს. რიონის მცველები ამბობენ, რომ ორივე მათგანი აქციაზე შეგზავნილი პროვოკატორი იყო. 

სიტუაცია სოფელ გუმათში დილიდან დაძაბულია. პოლიციამ დილის 5 საათზე რკინის ბარიკადები აღმართა. 

ფაქტს რიონის ხეობის მცველები რკინის ბარიკადებზე ხელების დარტყმით აპროტესტებენ.

რიონის მცველები სამართალდამცავებს სთხოვენ, სოფელ გუმათჰესთან აღმართულული ბლოკპოსტი აიღონ და პროტესტის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

გუშინ აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და კომპანია ENKA-ს ავტომობილებს სამშენებლო ზონისკენ არ ატარებდნენ. პროტესტის მონაწილეების თქმით, მათ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ აქტივისტებსა და მოსახლეობას გადაადგილების უფლება შეუზღუდა.