თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის სკანდალზე დუმს

14.04.21 20:34
თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის სკანდალზე დუმს

რუსთაველის თეატრში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დუმს. მინისტრს ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი იმ შესაძლო ძალადობის შესახებ, რომელშიც რუსთაველის თეატრის მსახიობს ადანაშაულებენ. წულუკიანმა თავისი კულტურის მინისტრობის რანგში მოღვაწეობა სწორედ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელთან, რობერტ სტურუასთან შეხვედრით დაიწყო. რობერტ სტურუა დღეს ბესო ზანგურის გამართლებას შეეცადა.

რუსთაველის თეატრმა ძალადობაში დადანაშაულებული ბესო ზანგურის მონაწილეობით სპექტაკლი გააუქმა, თუმცა ბესო ზანგური კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობად რჩება.

შეგახსენებთ, რომ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში დაადანაშაულა. 

გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის, მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოფილი მეუღლე მასზე სისტემატიურად ძალადობდა.  

მსგავსი სიახლეები