"ზუსტად გეუბნებით, შეურაცხადია" - "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელის მეზობლები
თავდასხმა ,,საქართველოს ბანკის" ფილიალზე - "ტვ. პირველმა" 28 წლის ნიკა წურწუმიას ახლობლები ჩაწერა, რომლებიც ამბობენ, რომ ,,თავდამსხმელი შეურაცხადია".
ფსიქიკურად შეშლილია. თბილისში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ამ ბავშვს თავში ყველაფერი დალაგებული არ აქვს. ცოლი ახლახან მოიყვანა, ორსულადაა- ამბობენ ადგილობრივები.
დღეს 12 საათზე ,,საქართველოს ბანკის" ავლაბრის სერვისცენტრზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ტვ პირველის ინფორმაციით ბანკის გაძარცვას ზუგდიდის მკვიდრი 28 წლის ნიკა წურწუმია ცდილობდა.