თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - ვინ არის ბრალდებულ წურწუმიას ბიზნესპარტნიორი

16.04.21 20:22
თავდასხმა "საქართველოს ბანკზე" - ვინ არის ბრალდებულ წურწუმიას ბიზნესპარტნიორი

თავდასხმა "საქართველოს ბანკის" ფილიალში -  tvpirveli.ge უკვე წერდა, რომ 28 წლის ნიკა წურწუმია, ბანკის დაყაჩაღებამდე 6 თვით ადრე ბიზნესის დაწყებას აპირებდა.

როგორც ირკვევა, შპს "მონტაჟში" მისი ბიზნესპარტნიორი თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ზურა ხუციშვილია. 

"ტვ. პირველი" ხუციშვილის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, თუმცა ადგილზე გვითხრეს, რომ მამაკაცმა ბინა დიდი ხნის წინ გაყიდა. 

შეიარაღებული წურწუმია, ავლაბარში მდებარე ბანკის ერთ-ერთ ფილიალში დღის 12:00 საათზე შეიჭრა. მამაკაცმა ბანკის მომხარებელს შუბლზე იარაღი მიადო და ფული მოითხოვა. 7 ადამიანი ორი საათის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი. პირველებმა დაადგინა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ პნევმატური იარაღი მაღაზიიდან ნისიად წამოიღო და შემდეგ  მის სახლთან მდებარე საქართველოს ბანკი დააყაჩაღა.