მოიხსნა ყველა როლიდან, მეტი რა გავაკეთოთ? - ლევან ხურცია ზანგურის შესახებ

17.04.21 15:42
მოიხსნა ყველა როლიდან, მეტი რა გავაკეთოთ? - ლევან ხურცია ზანგურის შესახებ

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ლევან ხურცია ამბობს,რომ რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგურის მიმართ მაქსიმალური ზომები გამოიყენა და ყველა როლიდან მოხსნა. ხურციასთვის გაუგებარია, ზანგურის თეატრიდან გაშვების მოთხოვნა.

ჩემი აზრით, თეატრმა გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო. ეს ადამიანი მოძალადეა თუ არა ეს სხვამ უნდა გაარკვიოს,ეს ჩვენი გასარკვევი არაა,მოხსნა ყველა როლიდან ეს დამღუპველია ყველა მსახიობისთვის, მეტი რა გავაკეთოთ ამ ეტაპისთვის ჩვენ?! ," - ამბობს რუსთაველის თეატრის მსახიობი ლევან ხურცია.

შეგახსნებეთ, რომ ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი ყველა როლიდან მას შემდეგ მოიხსნა, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მსახიობ ბესო ზანგურს თეატრის დატოვებისკენ მოუწოდა. 

მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლიანი დუმილის შემდეგ ყოფილი მეუღლე, ბესო ზანგური, ძალადობაში ამხილა.