"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ბრალი წარუდგინეს

17.04.21 23:00
"საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელს ბრალი  წარუდგინეს

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის გამო დაკავებულ ნიკოლოზ წურწუმიას ბრალი წარუდგინეს. ნიკოლოზ წურწუმიას გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.წურწუმიას 9-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

წურწუმია ბანკში, გუშინ შუადღისას შეიჭრა და მძევლები აიყვანა. რამდენიმე საათში ბანკში სპეცრაზმი შევიდა და მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლება მოხდა.

ადვოკატის ინფორმაციით, წურწუმიას ბანკის დაყაჩაღების განზრახვა არ ჰქონია. გიორგი ბარდაველიძე ამბობს, რომ მას მოვალეები ჰყავდა და შესაძლოა ის შანტაჟის მსხვერპლი ყოფილიყო.

მსგავსი სიახლეები