უბედური შემთხვევა თბილისში - საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს

02.07.22 11:38
უბედური შემთხვევა თბილისში - საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს

უბედური შემთხვევა თბილისში. საკუთარ საცხოვრებელ სახლში 80 წელს გადაცილებული ცოლ-ქმრის ცხედრები იპოვეს.  

გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირით ინტოქსიაკაციაა.

მოხმდარის შესახებ საუბარი უჭირთ მეზობლებს.

„ასაკიანები იყვნენ, გაზი ჰქონიათ ჩართული, ეტყობა ბანაობდნენ და ეს გაზის გამათბობელი არ იყო სავარაუდოდ გამართული, ასე ამბობენ“. - ამბობს მეზობელი.

დიღომში, პეტრიძის ქუჩაზე საგამოძებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

ცხედრები უკვე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები