ფასები ისევ გაიზარდა - მთავრომა პრობლემას ვერ ხედავს
ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა. პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა საქსტატმა ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა მთავრობა მაინც ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი იდეალურადაა.
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ირწმუნება, რომ ინფლაცია მთელ მსოფლიოშია და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.
საქართველოს ვერ იქნება ამ ნაწილში გამონაკლისი და რაღაცა კუნძული, რომ რაღაცა მხოლოდ საქართველოს არ შეეხოს ინფლაციური წნეხი და დანარჩენ მთელ მსოფლიოში ინფლაცია იყოს N1 პრობლემა. საერთაშორფისო ფასები გაზრდილია ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზეს და შესაბამისად, ეს არაპირდაპირ ასახვას ჰპოვებს სხვა პროდუქტებთან მიმართებაში, - ამბობს ფინანსთა ნმინისტრი.
ეკონომიკის ექსპერტები კი დადებით პროგნოზს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ მომდევნო თვეშ პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.
იმ თვეშიც იქნება მაღალი ინფლაცია პროდუქტებზე, განსაკუთრებით პურპორდუქტებზე, იმიტომ, რომ გაძირდა ფასი ბუნებრივ აირზე, კომერიცულ ორგანიზაციებს გაუზრდეს ფასი. ინფლაციის მაჩვენებელი რომ მაღლი იქნება, ეს ცხადია. ინფლაცია გვაქვს ორნიშნა, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ორნიშნა, მაგრამ ინფლაციის რონიშნა ზრდა უფრო მეტია, ვიდრე ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი, - ამბობს ნიკა შენგელია.
კიდევ ერთ ექსპერტს, გიგა ბედინეიშვილს მიაჩნია, რომ ფასების ზრდა ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკის შედეგია.
ფასების ზრდა განპირობებულია იმ ქმედებებით, რომელიც ძირითადად ეროვნულმა ბანკმა გააკეთა. შარშან, შარშანწინ პანდემიით გამართლებული და არასწორი მონეტარული პოლიტიკა იყო სინამდვილეში და ამან შექმნა ინფლაციის წინაპირობა,- თქვა ბედინეიშვილმა.
2022 წლის ივნისში, მაისთან შედარებით, ინფლაცია 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა - განახლებულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
ფასების ყველაზე მკვეთრი ზრდა ამჯერადაც სურსათზე ფიქსირდება - პური 35%-ით, ბოსტნეული 33%-ით, ხილი 32%-ით გაძვირდა.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან