"ბულვარი ჩვენი ნამოხვანია" - აქცია ბათუმში
ბულვარი ჩვენი ნამოხვანია", "ჩვენ დავიცავთ ბათუმის ბულვარს" - ამ ლოზუნგებით ბათუმის ბულვარში აქცია გაიმართა. ბათუმელები რეკრეაციულ ზონაში მაღალსართულიან მშენებლობას აპროტესტებენ.
აქცია-პერფომანსს ბათუმის ბულვარის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ჯინჭარაძეც, შეუერთდა. ჯინჭარაძე თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.