პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარი

11.07.22 12:31
პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარი

პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, კრიმინალური სუბკულტურა ციხეებში - 
სახალხო დამცველი ამ წუთებში  წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშს აცნობს სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგნელებს. 

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი პირდაპირ ამბობს, ქართულ ციხეებში არიან ე.წ. პრივილეგირებული პატიმრები, რომლებიც განსაკუთრებულ პირობებში ცხოვრობენ, მათთვის გარემონტებული აქვთ საკნები, აქვთ ტელევიზორები და ინდივიდუალური სამზარეულოებიც კი. 

"ისინი საუბრობენ, ე.წ. ობშიაკის აგროვების პრაქტიკაზე, პატიმრების იძულების სხვადასხვა მეთოდებზე, ციხის ე.წ.მაყურებლების მხრიდან. საუბრობდნენ ძალიან საეჭვო დაზიანებებზე, რომელთა გამოძიება არასათანადოდ ხდება. საკნებს შორის ძალიან დიდ განსხვავებაზე, კეთილმოწყობის თვალსაზრისით, რაც მათი აზრით მიანიშნებს პრივილეგირებულ პატიმრებზე'- განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ცნობისთვის, ქართულ ციხეებში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიება "ნოდარ მელაძის შაბათმა" მოამზადა.