ცნობილია პატიმრის ვინობა, რომელმაც გლდანის ციხეში თავი მოიკლა

11.07.22 20:04
ცნობილია პატიმრის ვინობა, რომელმაც გლდანის ციხეში თავი მოიკლა

,,პირველებმა" იმ პატიმრის ვინაობა გაარკვია, რომელმაც დღეს გლდანის ციხეში სიცოცხლე სუიცით დაასრულა.

ის 1957 წელს დაბადელი ზაქარია ვარდიაშვილია, რომელიც პარასკევს ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

ირკვევა, რომ მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. გამოძიება ციხის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო გულგრილობის  საქმეზე დაწყებულია.

ჩამოხრჩვალი პატიმარი გლდანის ციხის საკანში ღამის 3 საათსა და 10 წუთზე იპოვეს. თუმცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამ ამბავს საგულდაგულოდ მალავდა, ვიდრე ,,ტვ პირველმა" კიითხვები არ დასვა, პენიტენციურ დეპარტამენტს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

თავიდან თქვეს რომ გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლთ დაიწყო.   

ადვოკატ ალექსნადერ კობაიძის ინფორმაციით, პატიმარი, რომელმაც თავი მოიკლა, კრიმინალური სამაყროს მაყურებელებისგან ზეწოლის მსხვეროპლი იყო და მას ქურდულ საერთოში წილის გადახდას სთხოვდნენ. სწორედ ამ ზეწოლას ვერ გაუძლოა მსჯარდებულმა და სიცოცხლე თვითმკვლეობთ დაასრულა.