მეტროში მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელი ციხიდან გაათავისუფლეს

14.07.22 12:29
მეტროში მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებული პოლიციელი ციხიდან გაათავისუფლეს

სმენადაქვეითებულ არასრულწლოვანზე ძალადობა - საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი პატრული, რომელმაც მეტროში არასრუწლოვანი ცემის საქმეზე იყო დაკავებული, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ციხიდან გაათავისუფლეს.

კახა ბაკაშვილმა ციხეში მხოლოდ 6 თვე გაატარა.

ბაკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის გათავისუფლება გამოძებასთან თანამშრომლობის საფუძველზე მოხდა.

იქიდან გამომდინარე, რომ მან ითანამშრომლა გამოძებასთან, სასამართლომ მიიღო, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. მან საკუთარი ინიციატივითდ დაწერა განცხადება თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად სასამართლომ მიიღო ეს ყველაფერი მხედველობაში" - ამბობს ბაკაშვილის ადვოკატი, ლაშა სტურუა. 

საქმე ეხება შემზარავი ძალადობის ამბავს, როდესაც 17 წლის სმენადაქვეითებული  ბიჭი შინაგან საქმეთა სამინისტროს ორმა თანამშრომელმა სამორიგეო ოთახში შეიყვანა და სასტიკად გაუსწორდა. 

პროკურატურამ 25 იანვარს მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავა.

შოთაძის უწყებამ ნუკრი ბაქრაძეს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის ბრალდება წარუდგინა.