"გაიხსენეთ ჩვენი ,,რუსთავი 2"-ში მუშაობის პერიოდი" - ნოდარ მელაძე გია გაჩეჩილაძეს მიმართავს

14.07.22 15:40
"გაიხსენეთ ჩვენი ,,რუსთავი 2"-ში მუშაობის პერიოდი" - ნოდარ მელაძე გია გაჩეჩილაძეს მიმართავს

,,ტვ პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი ბიძინა ივანიშვილის მეგობარი მომღერლის, "უცნიბის", მიერ გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს აფასებს და გია გაჩეჩილაძეს წარსულს ახსენებს. 

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ კრიტიკული მედია წყაროებს არასდროს ამხელს და ეს ყველაზე კარგად თავად გაჩეჩილაძემ იცის: 

ბატონო გია, ჩვენ წყაროებს არ გავთქვამთ და ვინ, ვინ  და თქვენ ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეთ. რატომ უნდა იცოდეთ ეს, თქვენ ძალიან კარგად იცით. გაიხსენეთ ჩვენი ,,რუსთავი 2"-ში მუშაობის პერიოდი. კარგად გახსოვთ ხომ ეს პერიოდი? როგორ ხდებოდა თქვენთან ინტერვიუების შეთანხმება? ქუჩაში რომ შემთხვევით უნდა ჩაგევლოთ და  შემთხვევით რომ შეგხვდებოდათ ჩვენი კორესპონდენტი. დანარჩენს არ მოვყვები. შემიძლია, გაგახსენოთ ფაქტებით და მიმოწერებით, პრობლემა არ არის. უბრალოდ, ჩვენ გვაქვს პრინციპი, როდესაც კონტაქტობ რესპოდენტთან, რაც არ უნდა მოხდეს, შენი და რესპოდენტის მიმოწერა და საუბარი რჩება ჟრნალისტსა და რესპოდენტს შორის, თუ გინდა, 5 წლის მერე რესპოდენტმა ყველა ზღვარი გადალახოს მედიასთან ურთიერთობის ამბავში, - თქვა ნოდარ მელაძემ. 

ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახლი მასშტაბი დადასტურდა. სუს-ს ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელი ტელევიზიების ნიუსრომებში აქვს დამონტაჟებული.