ოხანაშვილი ირწმუნება, რომ გოგაშვილი პოლიტიკური ნიშნით არ დაუკავებიათ

18.07.22 13:17
ოხანაშვილი ირწმუნება, რომ გოგაშვილი პოლიტიკური ნიშნით არ დაუკავებიათ

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სუსის მაღალჩინოსნის დაკავებასთან დაკავშირებით დეტალებს არ ფლობს. ამის მიუხედავად, ოხანაშვილი ირწმუნება, რომ სოსო გოგაშვილი პოლიტიკური ნიშნით არ ისჯება. 

მე არ ვიცი დეტალები, მე არ მაქვს წვდომა საქმის მასალებთან, ლოგიკურია, რომ არც უნდა მქონდეს, ამიტომ ჩემი მხრიდან შეფასება ამ საკითხებზე იქნება აბსოლუტურად არასწორი.

რომელ პოლიტიკაზეა საუბარი, აქ არის კონკრეტულ სამართლებრივი საკითხები, რომელიც არის სწორედ სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენცია, - თქვა ოხანაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი  15 ივლისს მისსავე სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.