"ოცნების" დეპუტატების თავდასხმა ვატო წერეთელზე - ნანა აბურჯანიძემ პროკურატურა დატოვა
"ტვ პირველის" აღამსრულებელმა დირექტორმა პროკურატურა დატოვა. ვატო წერეთელზე ამერიკის სალეჩოში მოხმდარი ჯგუფური თვდასხმის საქმეზე ნანა აბურჯანიძე დღეს მოწმის სტატუსით გამოიკითხა.
ნანა აბურჯანიძეს იმედი აქვს, რომ ამ საქმეს გამოძება თაროზე არ შემოდებს და დროულად იქნება გამოძებული.
„ძალიან დეტალურად გამომკითხეს ყველაფერი, მისვლის მომენტიდან, საელჩოდან გამოსვლის მომენტამდე დამთავრებული. ჩვენებაში ყველაფერი ზუსტად არის ასახული ის, რასაც მე შევესწარი. იმედი მაქვს რომ ეს საქმე თაროზე არ შემოიდება და ექნება გაგრძელება. საუბარი არის მტკიცებულებების ამოღებაზე. იქ იყვნენ ასევე სხვა მოწმეები და მათაც იმედია დაიბარებენ და გამოკითხავენ“. - თქვა ნანა აბურჯანიძემ.
შოთაძის უწყება იძულებული გახდა გამოძიება მხოლოდ მას შემდეგ დაეწყო, რაც ამერიკის საელჩომ ნოტა გამოაქვეყნა.
პროკურატურის განცხადებით, გამოძიება 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაიწყო.
საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია როგორც ვატო წერეთლის, ასევე ანრი ოხანაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მომართვის საფუძველზე.
ვატო წერეთელი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მყოფ "ქართული ოცნების" დეპუტატს უთხრა, რომ "ლექსო ლაშქარავას სიკვდილი მათ კისერზე იყო".
შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს აშშ-ს საელჩოში ,,ტვ პირველის" მფლობელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა. ვატო წერეთელს ფიზიკურად "ქართული ოცნების" დეპუტატები, ანრი ოხანაშვილი და ლევან მგალობლიშვილი გაუსწორდნენ.