სად იყო აქამდე? - მეუფე ნიკოლოზი გოგაშვილს აკრიტიკებს

24.07.22 15:19
სად იყო აქამდე? - მეუფე ნიკოლოზი გოგაშვილს აკრიტიკებს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზი სუსი-ს დაკავებულ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს ინფორმაციის გვიან გამჟღავნების გამო აკრიტიკებს. საუბარია პატრიარქის გადაყენების ოპერაციაზე, რომელშიც გოგაშვილის მტკიცებით, რუსეთიც მონაწილეობდა.

მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, რომ საქმეში რუსეთის სპეცსამსახურები ნადმვილად იყვნენ ჩართულები. 

რუსეთის სპეცსამსახურები იყვნენ უხსოვარი დროიდან საქართველოში. ჩარევასაც ვფიქრობ, რომ ამერიკაც უნდა ერეოდეს, ამერიკის სახელმწიფო და საფრანგეთის სახელმწიფოს უნდა აინტერესებდეს ჩემი გამოთვლებით. პატრიარქის ლიკვიდაცია, ეს სიტყვაც კი მზარავს. ამაზე ნებისმიერი ლაპარაკი თვითონ ლიკვიდაციის საქმეს ემსახურება. სად იყო მერე თუ ხვდებოდა და უნდა აღეკვეთა, მისი პირდაპირი ვალდებულება იყო. ნდობის სწორი ფორმა არ არის და ამიტომ ვერ ვენდობი მე ამ განცხადებაში. იწვევს ჩემში ძალიან დიდ უნდობლობას, რომ ასეთი ფორმით, ასეთ სახით მან დღეს დაიწყო ამაზე ლაპარაკი, - თქვა მეუფე ნიკოლოზმა. 

სოსო გოგაშვილი ციხიდან ახალი კარტები გახსნა და ნოდარ მელაძის შაბათის ეთერს პატრიარქის გადადგომის სპეცოპერაციის საიდუმლო ამბავი გაუმხილა.