ექსკლუზივი: "შაბათის ეთერმა" ცხვარიჭამიაში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე პოლიციის ფაილები მოიპოვა
ექსკლუზივი: "ნოდარ მელაძის შაბათმა" ცხვარიჭამიაში მომხდარი სასტიკ მკვლელობის საქმეზე, პოლიციის ფაილები მოიპოვა.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ფოტოებითა და ჩვენებებით, იმ სურათის აღდგენა ხდება შესაძლებელი, რა ხდებოდა სახლში, სადაც 20 წლის მირიან კუკავა მოკლეს.
დანაშაულის ადგილზე გადაღებული ფოტოებით დგინდება, რომ ეს არ ყოფილა მცირე კონფლიქტი, რომელიც მალევე ამოიწურა - იჩხუბეს, როგორც სახლში, ასევე ეზოშიც.
საბედისწერო დაბადების დღის მონაწილე საბედისწერო დაბადების დღის მონაწილეებმა ჩხუბის დროს ერთმანეთს ტანსაცმელი შემოახიეს, როემლიც სახლში იყო მიმოფანტული.
ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, დაბადების დღეზე დანით შეაირაღებული მხოლოდ ერთი ახალგაზრდა არ მისულა, საქმეში ფიგირირებს ავტომობილიც, სადაც სისხლის კვალია.