მაღალჩინოსანი, რომელსაც ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, თავდაცვის სამინისტროდან გაუშვეს

22.09.22 17:13
მაღალჩინოსანი, რომელსაც ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, თავდაცვის სამინისტროდან გაუშვეს

მაღალჩინოსანი, რომელსაც ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, თავდაცვის სამინისტროდან გაუშვეს - ამის შესახებ ინფორმაციას "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ავრცელებს

"ერთი კარგი ამბავი:
თავდაცვის სამინისტროში ქალი რომ სექსუალურ შევიწროებას ედავებოდა უფროსს, სამსახურიდან გაათავისუფლა სამინისტრომ ის კაცი სწორედ სექსუალური შევიწროების გამო! 
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! 
ნუ მოითმენთ, ქალებო, იბრძოლეთ თქვენი უფლებებისთვის და ჩვენც თქვენთან ერთად ვიბრძოლებთ"- წერს ბაია პატარაია.

ცნობისთის, ახალგაზრდა ქალმა თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი რამდენიმე დღის წინ ამხილა. ქალი ყვებოდა, რომ ზემდგომი მას ბილწი სიტყვებით ესაუბრებოდა და გენდერული ნიშნით ავიწროებდა.