იდენტიფიცირებულია პირი, ვისაც დიდ სკანდალში გახვეულმა მურუსიძემ გადამალული ქონება გადაუფორმა
იდენტიფიცირებულია პირი, ვისაც დიდ სკანდალში გახვეულმა კლანის ბოსმა გადამალული ქონება გადაუფორმა.
საჯარო რეესტრის ამონაწერებით ირკვევა, რომ ბოლო რამდენიმე დღეში თამარ მიქანაძემ დას და დედას მოულოდნელად ქონება გადაუფორმა.
ეს არის ქალი, რომელიც ლევან მურუსიძის ნდობით სარგებლობს და იუსტიციის საბჭოს ყოფილი თანმშრომელია.
მის იუსტიციიის საბჭოში საქმიანობას ადასტურებენ მიქანაძის მეზობლებიც.
სოსო გოგაშვილის დაცვის უფროსის თქმით, თამთა მიქანაძე მურუსიძის და ჩინჩალაძის უახლოესი ადამიანია და სწორედ მასზე იყო იქნა გადაფორმებული მოსამართლეების ქონება 2016 წელს.
ეს არის თამთა მიქანაძე, რომელმაც ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი გადაიფორმა 2016 წლის თუ არ ვცდები აგვისტოში და ახლა, 2022 წლის 16 სექტემბერს, თამთა მიქანაძისგან დაჩქარებული წესით გადაფორმდა სხვის სახელსა და გვარზე - დედაზე და დაზე.
თამთა მიქანაძე არ ამუშავებდა ამ მიწას, მაგრამ, როგორც ვიცი, არის მურუსიძის და ჩინჩალაძის უახლოესი მეგობარი თუ ნათესავი“.- ამბობს სამხარაძე.
რაც შეეხება გოგაშვილების ოჯახს, ნინი გოგაშვილი, სამხარაძის მსგავსად ამბობს, რომ მიქანაძემ 16 სექტემბერს დაჩქარებული წესით გადაუფორმა დედას და დას ქონების ერთი მესამედი.
ნინი გოგაშვილი ასევე საუბრობს ლევან მურუსიძის მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე და ამბობს, რომ ის ხელოვნური დადადგმული იყო.
საჯარო რეესტრში დეიდაჩემთან ერთად მის საკუთრებაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით, ვგულისხმობ მიწას, ერთ-ერთი მესაკუთრე არის თამარ მიქანაძე. ძალიან უცნაურად დაემთხვა, რომ საჯარო რეესტრში დღეს ფიქსირდება 16 სექტემბრის განცხადება, რომელიც არის მანანა დობორჯგინიძის სახელზე და რომელიც დაკმაყოფილდა იმავე დღეს. დაჩქარებული წესით მოითოვეს ამ განცხადების დაკმაყოფილება, რაშიც გადაიხადეს 300 ლარი და ამ განცხადების საფუძველზე, თამარ მიქანაზემ, მის საკუთრებაში არსებული ქონების ერთი მესამედი აჩუქა, სავარაუდოდო მის ოჯახის წევრს მანანა დობორჯგინიძეს და ასევე, მის დას შორენა მიქანაძეს. აუდიო ჩანაწერი წინასწარ დაგეგმა მოსამართლე ლევან მურუსიძემ. სასაცილოა, როცა მოსამართლე ფარულად წერს მოქალაქეს. აუდიო ჩანაწერს ეტყობა რომ ხელოვნურია და წინასწარ იყო დაგეგმილი, იმიტომ, რომ მურუსიძე ძირითადად საუბრობს, თუ როგორი კარგი ადამიანია ჩინჩალაძე". - ამბობს ნინი გოგაშვილი.