სად არის სოსო გოგაშვილი? - ოჯახის მტკიცებით, სუს-ის ყოფილ შეფს გლდანის ციხეში გადაყვანას უპირებენ
სად არის სოსო გოგაშვილი? სუს-ის ექს-შეფის ოჯახი ამტკიცებს, რომ ვიცე-პოლკოვნიკის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში ეტაპირება იგეგმება.
სამარტოო საკნის ნაცვლად საერთო საკანი - გოგაშვილები, სანდო წყაროზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ რატი ბრეგაძეს გეგმა უკვე შემუშავებული აქვს.
ოჯახი ამბობს, რომ, თუ გოგაშვილს გლდანში გადაიყვანენ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
დღეს შაბათია, ამიტომ რუსთავის ციხის კარი სოსო გოგაშვილის ადვოკატებისთვის დიდი ალბათობით არ გაიღება. ამ8იტომაც, ნინი გოგაშვილი სახალხო დამცველს მიმართავს და მამის მონახულებას სთხოვს.
გუშინ, სანდო წყარომ გვითხრა, რომ იგეგმება მამაჩემის რუსთავი მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-8 დაწესებულებაში გადაყვანა, ასევე საკანი, სადაც იგი არ იქნება მარტო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოქმედი ხელისუფლება ცდილობს განახორციელოს პროვოკაცია, თუნდაც გადაყვანი პორცესში, რადგან მამაჩემმა განაცხადა, რომ ის სასამართლოზე გადაყვანაზეც კი უარს აცხადებს, რადგან შესაძ₾ოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ამის შესახებ შევატყობინეთ სახალხო დამცველსაც და ველოდები< რომ შაბათ-კვირას სახალხო დამცველმა ან მისმა წარმომადგენელმა მოახერხოს ციხეში მამაჩემის ნახვა, რომ დავრწმუნდეთ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იგი ისევ იმყოფება რუსთავის ციხეში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება ეს ფაქტი და მამაჩემს თუ გადაიყვანენ გლდანის დაწესებულებაშ, ჩვენ აუცილებლად გავაპროტესტებთ ამ ფაქტს“. - ამბობს ნინი გოგაშვილი.