სასამართლო სისტემის რეფორმისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი აუთვისებელი დარჩა

24.09.22 11:37
სასამართლო სისტემის რეფორმისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი აუთვისებელი დარჩა

სასამართლო სისტემის რეფორმისთვის გამოყოფილი მილიონობით ლარი აუთვისებელი დარჩა. 

ფლანგვის დეტექტორის მონაცემებით, მხოლოდ გასული 6 თვის განმავლობაში უზენაეს სასამართლოს დაუხარჯავი თითქმის მილიონი ლარი დარჩა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი მილიონზე ბევრად მეტი.

კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ 2022 წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში ჯამში 12 მილიონი დარჩა აუთვისებელი.

სასამართლოებში თანხები რჩება აუთვისებელი. მხოლოდ 2022 წლის პირველი ორი კვარტალის განმავლობაში 12 მილიონი ვერ აითვისეს ჯამში, თუმცა წლის ბოლომდე აქვთ დრო. თუმცა, გასული წლების სტატისტიკებიც აჩვენებს, რომ ვერ ითვისებენ. ვერათვისებულ თანხებშ არის ისეთი პრობლემა, როგორიც არის პერსონალური განვითარება დასაქმებული პირების და გადამზადება“. - ამბობს კორუფციის მკვლევარი.

გამოყოფილი თანხები სასამართლო სისტემაში დაგეგმილი რეფორმებისთვისაა საჭირო, იმისთვის რომ საზოგადოებაში სისტემის მიმართ სანდოობა გაიზარდოს.