თქვით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და შემოგიშვებენ - რას წერენ სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული რუსები ერთმანეთს

24.09.22 11:59
თქვით, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და შემოგიშვებენ -  რას წერენ სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული რუსები ერთმანეთს

ლარსის გამშვები პუნქტი ამ დრომდე პარალიზებულია. რუსეთის მოქალაქეების მასობრივი შემოდინება საქართველოში პრაქტიკულად არ წყდება. ყოველწუთიერად სულ უფრო მეტი ადამაინი ოკუპანტი ქვეყნიდან ოკუპირებულ ქვეყანაში შემოსვლას ცდილობს. 

მთვარია ჩააღწიოთ თბილისამდე, შემდეგ ყველაფერი გამოვა. იქნება ბინა ქირით და ცხოვრება პრობლემების გარეშე. თქვით რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და შემოგიშვებენ“. - ამ ყველაფერს ტელეგრამ არხებზე რუსეთში საყოველთაო  სამხედრო მობილიზაციას გამოქცეული კაცები ერთმანეთს წერენ.

ტელეგრამ არხები აჭრელებულია. რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე არსებული საცობები დისკომფორტს უქმნის და გზებს ეძებენ რომ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მარტივად შემოვიდნენ.