სტალინის სახოტბო პიესა ბათუმის თეატრში
„შეცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება“ -საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მიმართავს.
ირკვევა, რომ მიხეილ ბულგაკოვის პიესის დადგმას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ნუკრი ქანთარია აპირებს.
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია წერს, რომ 1939 წელს სტალინისვე დაკვეთით დაწერილი, თუმცა შემდეგ დაწუნებული პიესა სტალინის განმადიდებელი პიესაა.
თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ამ პიესის დადგმით პრობლემას ვერ ხედავს.
სპექტაკლის დადგმას ეწინააღმდეგბიან მსახიობები.
ნუკრი ქანთარია ბათუმის სახელმწიფო დრამტული თეატრის ხელმძღვანელად უკონკურსოდ დაინიშნა. დანიშვნისთანავე კი „ოცნებასთან“ პირდაპირ კავშირში მყოფ სამხატვრო ხელმძღვანელს ხელფასი გაუორმაგეს.