ომბუდსმენის წარმომადგენელმა გოგაშვილი საპატიმროში მოინახულა - რა ინფორმაციას ავრცელებს ნინი გოგაშვილი
ომბუდსმენის წარმომადგენელმა სოსო გოგაშვილი საპატიმროში მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას გოგაშვილის შვილი ავრცელებს.
ნინი გოგაშვილის თქმით, სიოსო გოგაშვილი კარგად არის და ის გლდანის ციხეში მისის შესაძლო გადაყვანის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შეგვატყობინა, რომ დღეს მოინახულეს მამა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. მამა კარგად არის და იგი არ ფლობს ამ ეტაპზე ინფორმაციას მისი გადაყვანის შესახებ და იმედია არც აღვმოჩნდებით ამ რეალობის წინაშე. მოქმედი რუსული ხელისუფლებისგან ყველნაირი პროვოკაციაა მოსალოდნელი!
ნინო ლომჯარია, დიდი მადლობა, რომ მუდმივად ზრუნავთ ადამიანების უფლებების დაცვაზე.
ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი 3 მანქანის გარეშე, ჯერჯერობით სახლიდან, სანამ ბიძინა გამოგვასახლებს აქედან პატარა ბავშვებთან ერთად! ასევე ორსულადაა ჩემი ძმის ცოლი და ნერვიულობის ფონზე თუ მის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, ივანიშვილო, შენ აგებ პასუხს ამ ყველაფერზე!", - წერს ნინი გოგაშვილი.
ცნობისთვის, სუს-ის ყოფილი შეფის ოჯახის ინფორმაციით, ვიცე-პოლკოვნიკის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში ეტაპირება იგეგმება.