სცემეს თუ არა გრიგოლ ნარსია პოლიციელებმა მინისტრის თვალწინ - დაკავების შემდეგ გომელაური თავდამსხმელს პირისპირ შეხვდა

24.09.22 19:42
სცემეს თუ არა გრიგოლ ნარსია პოლიციელებმა მინისტრის თვალწინ - დაკავების შემდეგ გომელაური თავდამსხმელს პირისპირ შეხვდა

ბანკის ძარცვის უცნობი დეტალები - "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, გრიგოლ ნარსიას დაკავების შემდეგ ქუთაისში საგანგებოდ ჩასული შინაგან საქმეთა მინისტრი თავდამსხმელთან შეხვედრას ითხოვს. გომელაური ნარსია ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. ფაქტი "შაბათის ეთერს" ნარსიას ადვოკატმა დაუდასტურა, მაგრამ უფლებადამცველმა არ იცის, ამ დროს უკვე ნაცემი იყო თუ არა დაკავებული. 

რა დროს სცემს სასტიკად თავდამსხმელი? გომელაურის თვალწინ თუ მასთან საუბრის შემდეგ? - ეს ადვოკატებს ჯერ დადგენილი არ აქვთ, თუმცა ამტკიცებენ, რომ მძარცველს მძიმე დაზიანები აქვს.

ბანკის ძარცვის უცნობი დეტალები - ვრცლად ნახეთ ნატა ქაჯაის რეპორტაჟში