სასამართლო კლანის მიერ ქვეყნის პირველი მოსამართლის განეიტრალება - რას ამბობს ოპოზიცია და მესამე სექტორი
"ნოდარ მელაძის შაბათის" სკანდალური გამოძიების შემდეგ ოპოზიციისა და მესამე სექტორისთვის ყველაფერი ცხადი ხდება. ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რას შეეწირა რეალურად ქვეყნის პირველი მოსამართლის სკამი. საუბარია უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეზე, რომელიც, როგორც ჩანს, სასამართლო კლანის ბოსების გავლენებს შეეწირა.
ის, რომ კლანი გავლენების მოპოვებისთვის იბრძოდა, ამაში ოპოზიციას ეჭვი არ ეპარება. მათი თქმით, კლანი ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით ყველა დამოუკიდებელი პირის ცამოშორებას ცდილობს.
სასამართლო სისტემაში რომ არაფერი საერთო არ აქვს დამოუკიდებლობასთან და ობიექტურობასთან, ეს ისედაც ძალიან კარგად ვიცოდით. ამის თაობაზე ფაქტები ხდება ცნობილი საზოგადოებისთვის კონკრეტული, თუ როგორ ერეოდა "ქართული ოცნება" მის სპეცსამსახურებით, თავად პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არაფორმალური მმართველის ივანიშვილის სახით. ხელისუფლების შეცვლისთანავე იქნება ყოველი ასეთი შემთხვევა გამოძიებული, - ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია.
პარლამენტის "რეფორმების ჯგუფის" წევრი ტეონა აქუბარდია პრობლემას საზოგადოების დუმილშიც ხედავს.
მაშინვე ცხადი იყო, რომ უკვე სასამართლო კლანის პრობლემა იდგა და უბრალოდ, არ ვიცი ეს პრეზიდენტის მიერ დანიშნული რახან იყო თუ სხვა რამ, არ მოხდა კლანის მიერ მისი მიღება და ეს იყო ყველაზე პირველი მსხვერპლი, რაც ვიცით სასამართლოში. პრობლემა არის ის დუმილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამბობს აქუბარდია.
"პირველები" ასევე ნაზი ჯანეზაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ის, რომ კლანის წევრებს ნინო გვენეტაძის მოშორება სურდათ, აქამდეც იცოდა.
მე ვუწოდე ამ დაპირისპირებას მაშინ "ბულინგი" იმიტომ, რომ რამდენიმე მოსამართლე წევრი ძალიან დაპირისპირებული იყო მასთან და სხვადასხვა ტიპის ზეწოლები ხორციელდებოდა პირდაპირ ღიად მასტან მიმართებაში. ვიცოდი ყველაფერი ამის შესახებ, რომ მათ შორის, მიმდინარეობდა გარკვეული დაპირისპირება ჩინჩალაძის კლანსა და პერსონალურად გვენატაძის შორის. თუ ვინმე გაძლიერდა ნინო გვენეტაძის წასვლით, ეს არის კლანი, - ამბობს "სასამართლო გუშაგის" დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი.
"შაბათის ეთერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფაქტები და გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნინო გვენეტაძეს შეტქმულება მოუწყეს, სათავეში კი ის ქალი აღმოჩნდა, რომელსაც გვენეტაძე ყველაზე მეტად ენდობოდა.
სასამართლოს მენეჯერმა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარეზე ყველაფერი იცოდა, მიხეილ ჩინჩალაძის გამორემოცვას უთხრა, რომ გვენეტაძემ მოსამართლეობის სასურველ კანდიდატებს საგამოცდო ტესტები პასუხები წინასწარ გაუგზავნა.
საქართველოს ყოფილი პროკურორი შალვა თადუმაძე "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ გვენეტაძის წინააღმდეგ სარჩელი ნამდვილად სასამართლოს მენეჯერმა თინათინ ბეჟაშვილმა შეიტანა.
მანამდე ნინო გვენტაძის ბედი მოდულის შენობაში გადაწყდა, სადაც ვახტანგ გომელაური, შალვა თადუმაძე, მიხეილ ჩინაჩალაზე, სოსო გოგაშვილი იმყოფებოდა. შეხვედრას დისტანციურად ბიძინა ივანიშვილი მეთაურობდა.