500 დოლარი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოშვების სანაცვლოდ - რა ხდება ლარსზე

25.09.22 11:45
500 დოლარი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოშვების სანაცვლოდ -  რა ხდება ლარსზე

500 დოლარი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოშვების სანაცვლოდ - ვლადიკავკაზიდან ლარსის მიმართულებით საზღვარი ჩაკეტეს. ინფორმაციას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. 

დილიდან რუსეთის ასობით მოქალაქე ისევ საქართველოში შემოღწევას ცდილობს. ვინც გადმოსვლა უკვე შეძლო, ამბობს, რომ ვლადიკვაკაზელი მესაზღვრეები უპრობლემოდ გადმოშვების სანაცვლოდ ქრთამს იღებენ - უშვებენ მხოლოდ იმას, ვინც ფულს იხდის.

ვლადიკავკაზში ასევე, ორბობრლიანი გორიალების და ველოსიპედების ბიზნესი წამოიწყეს. დიდი დატვირთის გამო რუსეთის მოქალაქეები ავტომობილებით საქართველოში შემოსვლას ვეღარ ახერხებენ და ამიტომ ალტერნატივებს ეძებენ, საბაჟო კი მხოლოდ მანქანებს და ველოსიპედებს უშვებენ.

არ მინდა ომი და ამიტომ წამოვედი, რა მაქვს დასამალი. ძალიან დიდი და რთული გზის გამოვლა მოგვიწია და მიხარია, რომ გადმოვლახე საზღვარი. ვლადიკავკაზიდან ლარსამდე გზა ოფიციალურად გახსნილია, მაგრამ თუ ქრთამი არ გადაიხადე, მაინც არ გატარებენ. გზა პოლიციას აქვს ჩაკეტილი. ჩვენ, მაგალითად, 500 დოლარი მივეცით მძღოლს, რომელმაც ეს ფული შემდეგ მესაზღვრეებს გადაუხადა და ასე გამოგვიშვეს. რიგი ვლადიკავკაზიდან ლარსამდე მოდის. ვინც ფეხით მოდის, ის უფრო ადრე და სწრაფად ახერხებს გამოსვლას. ჩემტან ერთად ერთი ბიჭი იკითხებოდა, რომელსაც მოწვევა ჰქონდა, მაგრამ უკან გააბრუნეს, ძალიან განიცდიდა, - ამბობს რუსეთის მოქალაქე.