რუსთავში საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა
რუსთავში საცხოვრებელი სახლის მე-4 სართულიდან 18 წლის გოგო გადმოვარდა. შემთხვევა გვიან რამით მოხდა. თაკო ხატიაშვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადად თავდაპირველად კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა, თუმცა დაზიანებების სირთულიდან გამომდინარე პაციენტის თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. ხატიაშვილი ახლა მკურნალობას ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადის. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.