"დაწესდეს შეზღუდვები ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის" - საქართველოში პეტიცია შეიქმნა
"დაწესდეს შეზღუდვები ოკუაპნტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის" - საქართველოში პეტიცია შეიქმნა. მოქალაქეები ფიქრობენ, რომ საქართველოში რუსეის მოქალაქეები უპრეცედენტო შემოდინება ჩვენი ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია.
დოკემენტში წერია, რომ ნებისმიერ მომენტში პუტინი შესაძლოა, საქართველოში საკუთარი მოქალაქეების დაცვის მოტივით შემოიჭრას ან პროვოკაციები მოაწყოს.
საქართველოს მოქალაქეები ასევე რუსების მიერ ქონების შეძენასტან დაკავშირებით მორატორიუმის დაწესებას ითხოვენ. საზოგადოება მიიჩნევს, რომ მათ ჩვენს ქვეყანაში არც ბიზნესისი წარმოების ნებართვა უდნა ჰქონდეთ.
ეს გარემოება არის უკონტროლო ოკუპანტი რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და ამიტომაც პეტიცია ზუსტადაც იმ 3 მოთხოვნას გულისხმობს, რომლიტაც ვცდილობთ ამ რისკების შემცირებას. პირველი, ეს არის სასაზღვრო პუნქტების დაკეტვა და სავიზო რეჟიმის დაწესება ოკუაპნტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მეორე, ეს არის მორატორიუმის დაწესება უძრავი ქონების შეძენაზე და მესამე, ეს არის ეკონომიკური საქმიანობის შემცირება და შეზღუდვა ოკუაპნტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის,- ამბობს პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი.
რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინება არ წყდება. იმატებს უკმაყოფილო მოსახლეობის რაოდენობაც.