ინფლაციის მაჩვენებელი არ დაიკლებს, ის მაღალი დარჩება - ეკონომიკის ექსპერტი

03.11.22 13:25
ინფლაციის მაჩვენებელი არ დაიკლებს, ის მაღალი დარჩება - ეკონომიკის ექსპერტი

ინფლაციის მაჩვენებელი არ დაიკლებს, ის მაღალი დარჩება - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი, გიგა ბედინეიშვილი. ფინანსისტს უჭირს იმის პროგნოზირება, რას მოიქმედებს ეროვნული ბანკი და ხელისუფლება ფასების მკვეთრი ზრდის შესაჩერებლად.

ინფლაციის მაჩვენებელი არ დაიკლებს, ის მაღალი დარჩება. ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი, ეროვნული ბანკის განცხადებით, უნდა იყოს 3% და არის 10-11%.

3%-მდე არ ჩამოვა ინფლაციის მაჩვენებელი, თუ რამე არ გავაკეთეთ და რას გააკეთებს ეროვნული ბანკი და მთავრობა, ამის წინასწარმეტყველება მიჭირს. - აცხადებს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი

ინფლაცია ორნიშნა მაჩვენებელზეა, ფასები კიდევ უფრო გაძვირდა. დღეს დილით საქსტატმა კვების პროდუქტების ახალი ინდექსი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც  ოქტომბერში გაძვირდა პური და პურპროდუქტები, რძე, ყველი და კვერცხი, ზეთი და ცხიმი. არ დარჩენილა პროდუქტი, რომელიც მოქალაქეებს ყოველდღურად სჭირდებათ და რომლის ფასიც არ გაიზარდა. 

მსგავსი სიახლეები