რას ვჭამთ - აღმოჩენილია ცხენის და ვირის ხორცი ჩებურეკში
აღმოჩენილია ცხენის და ვირის ხორცი ჩებურეკში - ხორცპროდუქტების შემოწმება სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გლდანში, საჩებურეკე "ნომერ ერთში" ჩაატარეს. ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ მომხმარებლებს აქ ცხენის და ვირის ხორცის შემადგენლობით დამზადებულ პროდუქტს სთავაზობდნენ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა, თუმცა კვების ობიექტი არ დალუქულა. საჩებურეკედ მხოლოდ ის დაევალა, რომ პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღოს, ხორცი კი სხვა მომხმარებლისგან იყიდოს.