კიდევ უფრო მძიმე ზამთრის მოლოდინში - გაზი შესაძლოა გაძვირდეს
კიდევ უფრო მძიმე ზამთრის მოლოდინში. გაზი შესაძლოა გაძვირდეს. ჯერ კონკრეტული ციფრები არ სახელდება, თუმცა სემეკის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი აირის ტარიფზე იმსჯელებს. ახლა მნიშვნელოვანია დაასუბსიდირებს თუ არა სახელმწიფო გაზის ფასს, იმ შემთხვევაში თუ ტარიფის გაზრდა გარდაუვალი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში დეკემბერში საქ-ოს გაჭირვებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან კიდევ ერთ მძიმე საახალწლო საჩუქარს მიიღებს.